უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

კობახიძე: უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატზე ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია

მთავარია კანდიდატი როგორი იქნება. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ოპტიმისტური და ეს პესიმიზმი დაკავშირებულია იმ პრაქტიკასთან, რომელიც ჩამოყალიბებული აქვს გიორგი მარგველაშვილს. ის ყოველთვის ცდილობდა დანიშვნებში ჩაედო საკუთარი პოლიტიკური ინტერესი და სწორედ ამის გამო ნიშნავდა ის საკუთარ თანამშრომლებს სასამართლო სისტემაში, როგორც საკონსტიტუციო, ასევე უზენაეს სასამართლოში. სამწუხარო პრაქტიკაა და ჩვენ არა გვგონია, 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის პესიმისტური. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც არჩევა და არც ჩაგდება არ არის თვითმიზანი. დაველოდებით კანდიდატურას და ვიმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების შესაბამისად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე, რომელიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა წარადგინოს.

კომენტარები