უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პრეზიდენტი: ყველაზე გაუტეხელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვყავს

იმ რეფორმის ფარგლებში, რომელსაც ვატარებთ სასამართო სისტემის მიმართ და რომელიც უმნიშვნელოვანესია დღეს ქართული დემოკრატიის მშენებლობაში, ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ ყველაზე პრინციპული, ყველაზე კვალიფიციური და ყველაზე გაუტეხელი ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამ სისტემაში და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არასდროს შესულა არავითარ გარიგებაში. ის დღეს ამაყად ხელმძღვანელობს უზენაეს სასამართლოს და მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ასეთი ძლიერი ქალბატონის მოძებნა"

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის სასახლეში გამართულ მიღებაზე. რეზიდენციაში მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე თბილისში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

კომენტარები