საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ახალ გუბერნატორებს ორშაბათს, 20 აგვისტოს წარადგენს. მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
ამის შესახებ მმუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
პრემიერმა ბახტაძემ 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა. მისი თქმით, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. თანამდებობა დატოვეს შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა.