მამუკა ბახტაძე

წულუკიანი: ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი, მან იცოდა მოსმენა

parliament.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა. წულუკიანის თქმით, ბახტაძე გამორჩეული პრემიერმინისტრი იყო, რადგან "მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი". 

"მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა, კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო. მნიშვნელოვანია, რომ პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში. მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მუშაობის ასეთი ხარისხისთვის,"-თქმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.   

ცნობისთვის, 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, მიიჩნევს, რომ საკუთარი მისია შეასრულა. 3 სექტემბერს კი ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. 

კომენტარები