მამუკა ბახტაძე

bm.ge: მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, საქმიანობას მსოფლიო ბანკში გააგრძელებს

პრემიერმინისტრის პრესსამსახური

bm.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქმიანობას, სავარაუდოდ, მსოფლიო ბანკში გააგრძელებს.  

კერძოდ, მათი ინფორმაციით, ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის ემზადება. მან შეთავაზება ამერიკული მხარისგან მიიღო. სწორედ აშშ არის World Bank-ის საქმიანობის მთავარი წარმმართველი.  

მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრთა არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდება, ის მეორე ყოფილი პრემიერმინისტრი იქნება ქართული ოცნებიდან, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში დასაქმდა. პოსტის დატოვების შემდეგ მისმა წინამორბედმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქმიანობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) დაიწყო. ის უზბეკეთის მთავრობას ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარება.

კომენტარები