ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ, ასევ ვთქვათ, მთელ ვერტიკალს გავივლით. ამიტომ სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები სულ საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად, ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია
დროებითი საგამოძიებო კომისია
კაპანაძე: ომბუდსმენის რეკომენდაციები ემთხვევა საგამოძიებო კომისიის მიმართულებას
tbl.ge/30uv
დაკოპირდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოთხოვნას, ხორავას მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების დასჯასთან დაკავშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იზიარებს. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ კომისია საბოლოო შეფასებას მუშაობის დასრულების შემდეგ გააკეთებს, თუმცა გამოკითხვების პროცესში ბევრის საეჭვო გარემოება იკვეთება.
ამავე თემაზე
- საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიას და ზურა გირჩი ჯაფარიძეს 8 აპრილს იბარებს
- ბოკერია კომისიაზე დაბარებაზე: თუ არ დამიბარებენ, მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან
- სუბარი: 60 წლის წინ მოკლეს კენედი, ტრამპმა კითხვებს პასუხები უნდა გაეცესო – 12 წელი გიკვირთ?
- ოცნებამ ყოფილი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისია შექმნა
- გახარია უმცირესობას: ვერაფერი დაადგინეთ, საგამოძიებო კომისიის დისკრედიტირება მოახდინეთ




