სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული ატმის ექსპორტის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ატმის 2/3 რუსულ ბაზარზე გადის ექსპორტზე.
2 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება $1.6 მილიონს შეადგენს. ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.
ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %), სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ატმის ექსპორტი 9-ჯერ არის გაზრდილი.
გასულ წლებში ატმის ექსპორტის მთლიანი მოცულობა სეზონის განმავლობაში დაახლოებით 6 ათასი ტონა იყო.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



