ჰომოფობია

შსს: გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, აუცილებლად გამოიკვეთება დისკრიმინაციის გარემოება

ტაბულა

აქცია "არა ჰომოფობიაზე" სიტყვით გამომსვლელზე თავდასხმის გამო პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. 22 წლის კაცი თავდასხმის შემდეგ გაქცევას ცდილობდა. ის რამდენიმე წუთში პოლიციამ დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ლონდა თოლორაიას თქმით, გამოძიება აუცილებლად წარიმართება დისკრიმინაციის ნიშნის გამოკვეთით.

"აღნიშნული პირი, გახლავთ 22 წლის, იგი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით, ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის გარემოების გამოკვეთა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, როგორც ვიცი ის დამაკმაყოფილებელია. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და თავისთავად ცხადია დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმე", - ამბობს თოლორაია.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მაქსიმალური სასჯელი 1 წლამდე პატიმორბაა. 

ამ დროისთვის აქცია "არა ჰომოფობიას" უკვე დასრულებულია. პოლიცია აქციის მონაწილეთა ნაწილს მათი ნება-სურვილის შესაბამისად ყვითელი ავტობუსების მეშვეობით გადაყვანას სთავაზობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება თავდასხმაზე

თავდასხმის ამსახველი კადრები

კომენტარები