26 მაისი

26 მაისს თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის დელეგაცია ეწვევა

Tabula

თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყნის პირველი პირის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ისინი პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. 

"ეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებული პროექტია და ამ ფორუმს ასევე, 26 მაისს, საზეიმო ვითარებაში გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერმინისტრი. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი", - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი ეკონომიკური ფორუმის, კრინიცას ბრენდი, რომელიც ევროპელ ინვესტორებში საქართველოს პოპულარიზაციას მოახდენს.

კომენტარები