ტყიბულის შახტა

კომპანია მეშახტეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

რუსთავი 2

კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორის მოადგილის გია ქარქაშაძის თქმით, კომპანია მეშახტეების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის.

"სამი სახის კომპენსაციას იძლევა ჩვენი წარმოება, რაც არის დამოკიდებული დასაფლავების, შემდეგ საფლავის მოწყობის და დანარჩენი კიდევ ოჯახის წევრების დასაქმება, კომპენსაციები, შემდგომი რეაბილიტაციის კომპენსაციები, შემდეგ კი მთლიანად დაზღვევის თემაზეც მიეხმარება კომპანია ყველა დაზარალებულს,"- განაცხადა გია ქარქაშაძემ.

როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, უბედური შემთხვევა მინდელის შახტაში ჰაერის ტალღამ გამოიწვია.

"ჩვენი აზრით, იქ არაფერი კვალი არ არის იმის, რომ სხვა რაიმე იყოს, იმიტომ, რომ გარდაცვლილებს დამწვრობა არ აღენიშნებათ, არ არის ისეთი, რომ ზევიდან რამე დაცემოდა. ეს არის ჰაერის ტალღით მიყენებული ზარალი,"- თქვა "საქნახშირის" გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ გამთენიისას ჭერი ჩამოინგრა, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

კომენტარები