ტყიბულის შახტა

ტყიბულში მეშახტემ დირექტორის ოფისში ვენები გადაიჭრა

ტყიბულში, მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. 65 წლის კაცმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, მძიმე სამუშაო პირობების გამო მიმართა. 

მთავარი არხის ინფორმაციით, მეშახტემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ ხელფასი 900 ლარიდან 300 ლარამდე შეუმცირეს. მათი ინფორმაციით, ის ხელმძღვანელთან შევიდა და უთხრა, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ის არის და ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რაზეც უარი მიიღო. 

მთავარი არხთან საუბრისას მეშახტე ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ის არის და სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

ტყიბულის ექიმის ცნობით, კაცს ჭრილობები დაუმუშავეს და კლინიკიდან რამდენიმე საათის წინ გაწერეს. 

კომენტარები