ტყიბულის შახტა

ტყიბულის შახტში 1 ადამიანი დაიღუპა

RFE/RL

ტყიბულის შახტში 1 მეშახტე დაიღუპა. ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები