ოლიმპიური თამაშები

რუსეთს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა აღუდგა

Getty Images

დოპინგის სკანდალის გამო სამხრეთ კორეაში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ რუსეთს ოლიმპიური კომიტეტის წევრობა აღუდგა.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსი ათლეტები დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე რუსეთის დროშა არ აღუმართავთ. დამოუკიდებელი რუსი ათლეტებიდან ორი თამაშებიდან დოპინგის გამო მოხსნეს.

დახურვის ცერემონიაზე ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ თუ დელეგაციის წევრები ისევ არ დაარღვევდნენ წესებს, რუსეთს აკრძალვა მოეხსნებოდა.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჟუკოვმა გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და რუს ათლეტებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პროვოკაციების მიუხედავად წარმატებულად იასპარეზეს და არ გადაუკვეთავთ ის ხაზი, რაც რუსეთისათვის დამატებითი სანქციების დაწესებას გამოიწვევდა.

რუსი ათლეტების გუნდი სიდიდით მესამე იყო, თუმცა მათ მხოლოდ მეცამეტე ადგილის დაკავება მოახერხეს და ოლიმპიადა ორი ოქროს მედლით დაასრულეს.

 

კომენტარები