სექსუალური შევიწროება

მერლინ მენსონი სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში დაადანაშაულეს

Variety.com

მსახიობმა შარლინ იმ მერლინ მენსონი სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში დაადანაშაულა. 

შარლინ იმ მომღერლის შესახებ ტვიტერის ექაუნთზე დაწერა, რომელიც უკვე წაშლილია. მისი თქმით, მენსონი, 2012 წელს სერიალ "House"-ის გადაღებებზე დადიოდა და გოგობს ავიწროებდა.

"ის გადაღებებზე მოვიდა, რადგან სერიალის დიდი გულშემატკივარი იყო. მან ყველა გოგო შეავიწროვა, მე კი ჩინელ კაცს მეძახდა. ძალიან გასაბრაზებელია, როდესაც ხედავ ინტერნეტში იმ ადამიანს, ვინც შენ შეგავიწროვა" - დაწერა მსახიობმა ტვიტერზე.

ბრალდებებთან დაკავშირებით მერლინ მენსონს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები