ინგლისელი დიჯეისა და პროდიუსერის, პოლ ოკენფოლდის წინააღმდეგ ყოფილმა პერსონალურმა ასისტენტმა სასამართლო დავა წამოიწყო. ქალის თქმით ცნობილმა მუსიკოსმა ის არაერთხელ სექსუალურად შეავიწროვა.
სარჩელს ლოს-ანჯელესის სასამართლო განიხილავს. დაზარალებული საქმეში ფსევდონიმით ჯეინ რო. როს თქმით ინგლისელი მუსიკოსი მისი თანდასწრებით მასტურბირებდა. ქალი ასევე უჩივის დამქირავებელ კომპანია New Frequency Management-ს, რომელსაც სექსუალური ძალადობის ფაქტები შეატყობინა, პასუხად კომპანიამ ასისტენტი სამსახურიდან გაათავისუფლა.
საქმეში ოთხი შევიწროების შემთხვევაა მოყვანილი, რომლებიც 2022 წელს მოხდა იმ დროს რო 23 წლის იყო. ქალის თქმით მუსიკოსი პირველივე დღეს მისი თანდასწრებით გაშიშვლდა. ასევე ოკენფოლდი მასტურბირებდა მანქანაში, როდესაც რო საჭეს ატარებდა.
თავად ოკენფოლდი ყველა ბრალდებას უარყოფს.
ოკენფოლდი ელექტრონული მუსიკის სცენაზე 1980 წელს გამოჩნდა. ძირითადად უკრავდა ტრანსს. 90-იანებში პოპულარობა მოუტანა ცნობილი სიმღერების რემიქსებმა. 1998-1999 წლებში გამოცემა DJ Magazine დაასახელა წლის საუკეთესო დიჯეით. ხშირად უკრავს იბიცას კლუბებში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე, მათ შორის Tomorrowland-ზე.