თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების შესრულება განაახლა. "ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის, გეგმიური რეისები სრულდება, გადადებული ფრენები კი, დღის განმავლობაში შესრულდება. ძლიერი ნისლის გამო, ფრენები გადაიდო თელ-ავივის, მოსკოვის, დოჰას, კიევისა და ურუმჩის მიმართულებით.
გარდა ამისა, ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 რეისი გაუქმდა. გაუქმებულ რეისებს შორისაა Turkish Airlines-ის 3 რეისი და “პეგასუსის”ერთი რეისი სტამბოლის მიმართულებით. რეისები ასევე გაუქმდა ალმაატასა და ურუმჩის მიმართულებით. ორი რეისი გაუქმდა თეირანის, თითო-თითო კი, დუბაის და მიუნხენის მიმართულებით.