თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის გაუმართაობის გამო საგანგებო ვითარება იყო გამოცხადებული.
თბილისი-ვენის რეისის თვითმფრინავმა აფრენის შემდეგ ვერ შეძლო შასის, ანუ თვითმფრინავის დაშვებისთვისა და აფრენისთვის საჭირო ბორბლების მექანიზმის დახურვა.
თვითმფრინავმა თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იფრინა და საბოლოოდ მშვიდობიანად დაშვება შეძლო.
ინფორმაცია შასის პრობლემასთან დაკავშირებით დაადასტურა აირზენას წარმომადგენელმა. რეისი რამდენიმე საათით გადაიდო.