პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩიხრაძე: შეწყალების კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება იყოს პრეცედენტული

შეწყალების კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება, იყოს პრეცედენტული ხასიათის და ეჭვის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი პრეზიდენტის ყველა აქამდე მიღებული ან მომავალში მისაღები გადაწყვეტილება. ეს არის პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ძალიან პრობლემური საკითხი. პოლიტიკურად პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ ძალიან გაჭირდება, თუნდაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ კუთხით არის დადანაშაულებული

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე რუსთავი 2-თან საუბრობს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო

კომენტარები