პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიულოცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა. მათი ცნობით, პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას მილოცვის წერილი 9 თებერვალს გაუგზავნა.

"მილოცვის წერილი გაგზავნილია - საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა" - ნათქვამია მედიისთვის მიწოდებულ კომენტარში.

კომენტარები