ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები