ფეხბურთი

ლაციოს ფანებმა მსაჯს ფეხბურთელის გაგდებისთვის რესტორნის რეიტინგი შეუმცირეს

getty images

სერია A-ს მე-16 ტურში ლაციოსა და ტორინოს მატჩში, მსაჯმა პიერო ჯაკომელიმ 45-ე წუთზე ლაციოს ფორვარდი ჩირო იმობილე გააძევა.

იმობილეს გაძევების შემდეგ ლაციომ 3 გოლი გაუშვა და მატჩი ანგარიშით 3:1 წააგო.

მატჩიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაბრაზებულმა ლაციოს გულშემატკივრებმა მოიძიეს, რომ პიერო ჯაკომელი იტალიაში რესტორანს ფლობს. მათ ეს რესტორანი Tripadvisor-ზე 1-ით შეაფასეს, რითიც დაწესებულების რეიტინგი საგრძნობლად დაეცა.

კომენტარები