რუსეთი

პუტინი: ბიზნესები ნებმისმიერ დროს მზად უნდა იყვნენ გადაერთონ სამხედრო წარმოებაზე

Independent

სოჭში სამხედრო ლიდერებთან გამართულ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსული ბიზნესები მზად უნდა იყვნენ გადაერთონ სამხედრო საჭიროებების წარმოებაზე ნებმისმიერ დროს.

"ჩვენი ეკონომიკის უნარი გაზარდოს სამხედრო პროდუქცია და სერვისები ნებისმიერ მომენტში არის ჩვენი სამხედრო უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ამ მიზნისათვის, ყველა სტრატეგიული და უბრალოდ მსხვილი საწარმო მზად უნდა იყოს, მიუხედავად მფლობელისა." თქვა პუტინმა.

ერთი დღით ადრე მან დასავლეთის სამხედრო ტექნოლოგიების გავითარებისათვის წამოწევის და გასწრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ჩვენს არმიას და ფლოტს ესაჭიროება საუკეთსო აღჭურვილობა - უკეთსი ვიდრე უცხოური ექვივალენტებია. თუ გვინდა რომ გავიმარჯვოთ, უნდა ვიყოთ უკეთესები" თქვა მან.

კომენტარები