არჩევნები 2017

კალაძე: ჩვენი მიდგომა იყო, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ ყოფილიყო, რაც არასწორია

კახა კალაძის საარჩევნო შტაბი

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში არსებული 1 400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. 

ამის შესახებ კალაძემ დღეს ეკოლოგიური პოლიტიკის გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

"დედაქალაქში, დაახლოებით, 1 400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია და თუ ვნახავთ, არსებულ სკვერებში მართლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს. ზოგადად, ჩვენი მიდგომა იყო ასეთი, რომ სკვერებში მწვანე საფარი არ უნდა ყოფილიყო, რაც არასწორია. ალბათ, ყველა ვხედავთ, ქარის დროს როგორი მტვერია და ამას თითოეული ჩვენგანი სუნთქავს. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენს შემდეგ ღონისძიებებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ ასეთივე განსაკუთრებული ყურადღება 12 დიდი პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც დაეთმობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 22 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები