არჩევნები 2017

"ავად გახდებით? გუგავა მოვა" - ნათელაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატი წარადგინა

ლეიბორისტული პარტია

შალვა ნათელაშვილმა თბილისის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი წარადგინა. მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში გუგავა თბილისის მცხოვრებლებს ყველა პრობლემას მოუგვარებს. მისივე განცხადებით, გუგავას არჩევა "ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თარეშის" შესაჩერებლად ერთადერთი შანსია. 

"ვინმე დაგჩაგრავს? თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, გუგავა მოვა. ავად გახდებით? გუგავა მოვა. ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა. წყალი გასკდება? გუგავა მოვა. გზა გაითხრება? გუგავა მოვა. რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ მზად ვართ იმ ადამიანებთან ერთად, ღირსეულ ადამიანებთან ერთად, ვინც ვერ ეგუება ამ უსამართლობას, ამ უკანონობას, თანამედროვე მონობას და მზად არიან საბრძოლველად, მზად არიან არ შეარჩინონ, მათთან ერთად დავიწყოთ რეჟიმის შეცვლა", - თქვა ნათელაშვილმა გუგავას წარდგენისას. 

კომენტარები