აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და 2016 წელს პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მემუარები დაწერა.
წიგნში - “რა მოხდა“ - ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ წერს. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მემუარებში ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებულ სკანდალსაც ეხება და არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩართულობაზე საუბრობს.
წიგნის პრეზენტაცია სამშაბათს, მანჰეტენზე, ნიუ-იორკში გაიმართა და მას კლინტონის ასობით მხარდამჭერი დაესწრო.