მეორე მსოფლიო ომი

II მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ, €2500-იან კომპენსაციას მიიღებენ

flickr.com

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებიც 1941-1945 წლების პერიოდში გერმანელთა ტყვედ ჩავარდნენ გერმანიისგან კომპენსაციის სახით €2500 ევროს მიღების უფლება აქვთ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

"მიმდინარე წლის მარტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილით მიმართა გერმანიის ცენტრალური მომსახურებისა და საჯარო ქონების საკითხთა ფედერალურმა სამინისტრომ, გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს დირექტივის საფუძველზე, რომელიც ეხება მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში, ტყვეობაში მყოფი საბჭოთა ჯარისკაცებისათვის დადგენილი ფინანსური კომპენსაციის გაცემას.

22.06.1941-08.05.1945 წწ. - აღნიშნულ პერიოდში, გერმანიაში ტყვედ ჩავარდნილ ყოფილ საბჭოთა ჯარისკაცებს შესაძლებლობა აქვთ ერთჯერადად მიიღონ კომპენსაცია 2500 ევროს ოდენობით. გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებები ცდილობენ შესაძლო პოტენციური ადრესატების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რათა უფლებამოსილმა პირებმა დადგენილ ვადაში, 2017 წლის 30 სექტემბრამდე შეძლონ განცხადებით წარდგენა. დაზუსტებისთვის, მხოლოდ თავად დაზარალებულს, ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შეუძლია განცხადებით მიმართვა. დაუშვებელია უფლების მესამე პირისთვის ან მემკვიდრეობით გადაცემა", - წერია ვეტერანთა სამსახურის განცხადებაში.

საქართველოში დაახლოებით ათასი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობს. 

კომენტარები