მეორე მსოფლიო ომი

ესტონეთის პრეზიდენტი: ჩვენთვის მეორე მსოფლიო ომი 25 წლის წინ დასრულდა

კერსტი კალიულაიდი
ERR

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი პოლონეთის დედაქალაქში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავზე გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

"დღეს ისტორიისათვის სევდიანი დღეს. ესტონეთისათვის მეორე მსოფლიო ომი რეალურად მხოლოდ 25 წლის წინ დასრულდა, როდესაც ოკუპანტების ტექნიკით დატვირთულმა უკანასკნელმა მანქანამ დატოვა ჩვენი მიწა. ომის დაწყება ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნისათვის ნიშნავდა ნახევარ საუკუნეზე მეტ დანჯვას, ეკონომიკურ რეგრესს, თავისუფლების არარსებობას. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად რომ გვახსოვდეს ეს დღე. მხოლოდ ამგვარად უზრუნველვყოფთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს." თქვა მან ცერემონიის შემდეგ.

ესტონეთი საბჭოთა კავშირმა 1940 წელს დაიპყრო. ნაცისტური გერმანია ქვეყანანში 1941 წლის ზაფხულში შეიჭრა, ხოლო 1944 წლის ბოლოს მათ ქვეყანა დაატოვებინეს და ესტონეთი საბჭოთა კავშირმა დაიპყრო, რომლის შემადგენლობაშიც ის 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე შედიოდა. საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის ჯარების ბოლო ნაწილმა ესტონეთი 1994 წლის 31 აგვისტოს დატოვა.

მეორე მსოფლიო ომის 80 წლისთავზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები