პანდა

სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ ექცეოდნენ ჩინეთის ზოოპარკში პანდის ბელებს

youtube/New China TV

ჩინეთში, ჩენგდუს პროვინციაში მდებარე ზოოპარკის კვლევით ცენტრში პანდის ბელებს ზოოპარკის თანამშრომელი აგრესიულად ეპყრობოდა, რაც ზოოპარკის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ თანამშრომლებს აუხსნეს რომ ცხოველების მიმართ მსგავსი მოპყრობა შეუფერებელია.  

ზოოპარკის თანამშრომლის თქმით კი ის პანდას აგრესიულად იმიტომ მოექცა, რომ მან დაკბინა.

უკანასკნელი აღწერის მიხედვით, მსოფლიოში ველურ ბუნებაში მხოლოდ 1.8 ათასი გიგანტური პანდა ცხოვრობს. 

გიგანტური პანდას ბუნებრივი ჰაბიტატი მხოლოდ ჩინეთში, მდინარე იანძის ხეობაშია.

კომენტარები