პანდა

ბელგიაში გიგანტურმა პანდამ ტყუპები გააჩინა [ფოტოები]

ბელგიის ზოოპარკში გიგანტურმა პანდამ ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ BBC წერს. 

ზოოპარკის დირექტორის, პაირი დეიზას თქმით, ეს ძალიან კარგი სიახლეა, თუმცა ბელების სიცოცხლეს ჯერ საფრთხე ემუქრება. 

ბელები 8 აგვისტოს დაიბადნენ. ხვადი 160 გრამს იწონის ხოლო ძუ 150 გრამს. ისინი ინკუბატორში მოათავსეს. 

დედა პანდა სახელად ჰაო ჰაო სხვა გალიაში გადაიყვანეს. მას დასვენება სჭირდება. ჰაო ჰაოს ჰყავს უკვე ერთი ბელი. ჰაო ჰაო 15 წლისაა და ჩინეთიდან ჩამოიყვანეს. 

კომენტარები