ტრანსპორტი

მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-შია გაგრილების სისტემა ჩართული

თბილისის მიკროავტობუსი

თბილისში ტემპერატურა 30-35 გრადუსის ფრაგლებშია, მაღალი ტემპერატურების ფონზე კი მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-შია გაგრილების სისტემა ჩართული. მერიამ მიკროავტობუსების შესამოწმებლად სპეციალური მონიტორინგი დაიწყო.

"თბილისის მერის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მობილურმა ჯგუფებმა მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგის მიზნით უკვე 35 მარშრუტი შეამოწმეს. ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ გაგრილების სისტემები ჩართულია მიკროავტობუსების 20%-ში. მერიის მონიტორინგის ჯგუფები კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები გამორთული ექნებათ. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს", - წერია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები