ტრანსპორტი

რომლებია მსოფლიოს საუკეთესო ქალაქები ველოსიპედისტებისთვის

ანაკლიის ბულვარი
georgia.travel

ველოსიპედების სადაზღვევო სტარტ-აპმა Coya-მ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ველოსიპედებისტებისთვის მსოფლიოს ათი ყველაზე კომფორტული ქალაქი გამოარჩია. კრიტერიუმებს შორის იყო კრიმინალის დონე, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, ველოსიპედის ქირაობის შესაძლებლობები და ქალაქის გასნაკუთრებული ღონისძიებები, მაგალითად, უავტომობილო დღეები.

გათვალისწინებული იყო აგრეთვე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ველოსიპედებისთვის გამოყოფილი გზები, ამინდი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. როგორც აღმოჩნდა, ველოსიპედზე ყველაზე მეტად მორგებული დასავლეთ ევროპული ქალაქებია.

საველოსიპედო ქალაქების ინდექსი, საუკეთესო 10 ქალაქი:

  1. უტრეხტი, ნიდერლანდები
  2. მიუნსტერი, გერმანია
  3. ანტვერპენი, ბელგია
  4. კოპენჰაგენი, დანია
  5. მალმიო, შვედეთი
  6. ჰანგჭოუ, ჩინეთი
  7. ბერნი, შვეიცარია
  8. ბრემენი, გერმანია
  9. ჰანოვერი, გერმანია

 

კომენტარები