ფარული ჩანაწერები

ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე გამოცხადდა. საქმე ეხება საუბრის ფარულ ჩანაწერს ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანს შორის, რომელიც ორი დღის წინ შსს-ს ექსპერტებმა ავთენტურად გამოაცხადეს.

როგორც გვარამიამ გამოკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, აღნიშნულ ჩანაწერში ფიგურირებდა სამი ადამიანი, სხვა პირი "მიდი-მოდიოდა, შეიძლება, არაერთი, მაგრამ მე ის არ დამიმახსოვრებია, არც მიმიქცევია მისთვის ყურადღება". მისივე თქმით, ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა შს სამინისტრომ დაადასტურა, არ არის სრული ვერსია და ის მონტაჟია. რაც შეეხება ჩანაწერის სრულ ვერსიას, გვარამია განმარტავს, რომ ის გაანადგურა, ვინაიდან ”რუსთავი 2”-ისთვის რაიმე სახის მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. 

გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანიც დაიბარეს. ნიკა გვარამიას მსგავსად, ისიც დაკითხვას სასამართლოს გზით მოითხოვს. 

კომენტარები