ფარული ჩანაწერები

ნონიაშვილი მასალებზე: ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა, რაზეც პასუხისმგებელია მთლიანი პარტია

უნდა გადადგეს გომელაური, უნდა გადადგეს ლილუაშვილიც, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თითო-თითო ადამიანის გამოცვლას, თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, არსებითად არ შეცვლის ზოგად ფონს, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ააწყო ბოროტების მანქანა და მასზე არის პასუხისმგებელი კრებსითად მთლიანი პარტია. შესაბამისად ქართული ოცნება უნდა წავიდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას და ამიტომაც უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ამიტომაც უნდა წააგოს ამ ხელისუფლებამ ეს არჩევნები, რადგან შეუძლებელია ქართული ოცნება ამას გაუმკლავდეს და შეუძლებელია ეს მდგომარეობა გამოასწოროს, სურვილიც კი არ აქვს, ის მთლიანად ეყრდნობა ამ ძალაუფლებისა და ბოროტების მანქანას, რომელიც გულისხმობს ადამიანების ტოტალურ კონტროლს და შესაბამისად პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მასწავლებლების, სასულიერო პირების, ყველასი, ვინც მათ თვალში არ მოუვათ.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატი ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე.

კომენტარები