აშშ

კერი ფიშერის სიკვდილიდან მეორე დღეს, მისი დედა, მსახიობი დები რეინოლდსი გარდაიცვალა

Steve Granitz/WireImage

84 წლის ამერიკელი მსახიობი დები რეინოლდსი შვილის, კერი ფიშერის, სიკვდილიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა შვილმა ტოდ ფიშერმა დაადასტურა.

BBC-ის ცნობით, რეინოლდსი საავადმყოფოში სავარაუდო გულის შეტევით გადაიყვანეს და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტოდ ფიშერის თქმით, კერი ფიშერის სიკვდილი რეინოლდსისთვის მეტისმეტი იყო და მისი ბოლო სიტყვებიც ამას უკავშირდებოდა -"მინდა ჩემს კერისთან ერთად ვიყო".

შეგახსენებთ, რომ Star Wars-ის ვარსკვლავი კერი ფიშერი გულის შეტევით სამშაბათს გარდაიცვალა.

კომენტარები