იმედი

კანონი, რომელმაც GDS-სა და მაესტროზე საინფორმაციოების დახურვა შეიძლება გამოიწვიოს

გადაცემა 2030
GDS

ტელეკომპანია იმედმა მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, ტელეკომპანია GDS-თან კი მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ამ გარიგების შედეგად ტვ იმედი სამი საერთო მაუწყებლის მფლობელი გახდება, რის საფუძველზეც რაიდოსა და სამი ნაციონალური მაუწყებლის ბაზაზე ახალი მედიაჰოლდინგი ჩამოყალიბდება. ჰოლდინგის 100%-იანი წილის მფლობელი მილიარდერ არკადი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე იქნება. 

საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ კი მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის მიხედვით, ერთი პირის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანიებში ფორმატთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება.

"პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს", - წერია მაუწყებლობის შესახებ კანონში.

კანონში არის ნახსენები "საერთო საეთერო სატელევიზიო არხი"- ეს კი ნიშნავს არხს, რომელსაც არანაკლებ 2 თემატიკის გადაცემები აქვს. კანონმდბელობის მოთხოვნით ასეთი ფორმატის არხებმა მინიმუმ ორი ტიპის გადაცემები უნდა მოამზადონ, ესენია - საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები. შესაბამისად, ამ მედიაჰოლდინგში სამივე არხს აღარ შეიძლება ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება.

ამ სამი ტელეკომპანიიდან ორში მაინც საჭირო გახდება ფორმატის ცვლილება. ქვეყანაში ორი ტიპის მაუწყებლობის ფორმა არსებობს, ესენია "საერთო" და "სპეციალიზებული" იმედის ჰოლდინგის წევრი ორი ტელეკომპანია წესით, სწორედ "სპეციალიზებულ" მაუწყებლად უნდა გარდაიქმნას. სპეციალიზებული მაუწყებლობის ფორმატის ტელევიზიას არ შეუძლია მის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლოთიკირი პროგრამების განთავსება.

კომენტარები