იმედის თანამშრომლის, შაკო ნათენაძის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
როგორც ტაბულას შსს-ში ეუბნებიან, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათენაძე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.





