MAN-ის 15 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი უკვე თბილისშია და უახლოეს დღეებში #51 ხაზზე გავა. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, სხვა ხაზებზე გადანაწილდება.
უკვე ცნობილია, რომ ახალი ავტობუსების შემდეგი პარტია იანვრის ბოლოდან #37 ხაზზე ივლის. თებერვლის ბოლომდე კი თბილისის ავტოპარკი 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.
ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა E5P 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.
დღეს თბილისს 522 ავტობუსი ემსახურება.





