გივი გავიგეთ. იცის გივიმ რა რისკზე მიდის და იცოდა 30 წლის წინაც, როცა პოლიტიკას მოკიდა ხელი. როგორი აღმაშფოთებელიც არ უნდა იყოს, გივის გაცნობიერებული არჩევანი აქვს გაკეთებული - ამ არჩევანმა მოანელებინა კახა თარგამაძე, ასლან აბაშიძე, ფრიდონ ინჯია, კაკო ჩხაიძე, ედუარდ შევარდნაძე და ა. შ. მათი სახელი ლეგიონია. მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა? "საკლავი უნდა შევწიროთ, ძლივს გადავრჩით" - ყვავილების გამყიდველის სიტყვები ახლაც ყურში მაქვს, კოლმეურნეობის მოედანს რომ ჩავურბინე. ქაოსი და ტერორი პირველ რიგში სწორედ ყველაზე დაუცველ მოქალაქეს აზარალებს. თუ ვინმეს გივის შოკირებული სახე გიხარიათ, იცოდეთ, რომ თქვენი ძალიან, ძალიან ბნელი კომპლექსის დაკმაყოფილებამ სამი უდანაშაულო ადამიანი დააზარალა. ამ სამ ადამიანს ალბათ ცალ ფეხზე კიდია გივი თარგამაძეც, კახა კალაძეც, 8 სული ქურდიც და ბიძინა ივანიშვილიც. თავი და ოჯახი ჰყავს სარჩენი.
tbl.ge/1xa8
დაკოპირდა
ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე.
თამარ ჩერგოლეიშვილიგივი თარგამაძემკვლელობის მცდელობამანქანის აფეთქებაარჩევნები 2016კახა კალაძეედუარდ შევარდნაძეგივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა
ამავე თემაზე
- თარგამაძე: გამოდის, ხეჩუაშვილმა გაიღვიძა ერთ დღეს იმ მიზნით, რომ მე უნდა მომკლას უმოტივოდ
- თარგამაძე: ხეჩუაშვილისთვის 18-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, თუმცა სასამართლო ფიქცია იყო
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებულ ხეჩუაშვილს 18-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
- გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობიდან ერთი წელი გავიდა
- პროკურატურამ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიანიჭა