ამერიკელი ჯაშუშის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია თბილისში – ფრედი ვუდროფის საქმე1993 წლის 8 აგვისტოს თბილისის შემოსასვლელთან, ავტომობილით მგზავრობისას, აშშ-ს საელჩოს რეგიონული გამოწვევების დეპარტამენტის ოფიცერი, ფრედი ვუდროფი მოკლეს. მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში ვუდროფი საქართველოში აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორატის ხელმძღვანელი და გამოცდილი ჯაშუში იყო. მკვლელობის საქმეზე იმავე დღეს დააკავეს აფხაზეთის ომის ვეტერანი, ანზორ შარმაიძე, რომელიც მკვლელობის ადგილთან ახლოს ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.