გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ამით დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი და მისი სიმამრი ამ საქმეში მონაწილეობდნენ - თარგამაძე

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

გივი თარგამაძე საქართველოს პროკურატურის მიერ, 11 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებას და მისი მკვლელობის მცდელობის შესახებ, საქმის ახალ დეტალებს მთავარ არხთან საუბარში გამოეხმაურა.

თარგამაძის თქმით, პროკურატურის განცხადება ადასტურებს, რომ მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში ქართული ოცნების თავმდჯომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მონაწილეობდნენ.  

"ცინიზმია, რომ ერთი ტერაქტით უნდათ ორ არჩევნებზე ზემოქმედების გაწევა - ესე არ გამოვა. 

რასაც მე ვედავებოდი, კონკრეტული პირების მონაწილეობას ჩემს საქმეში და ისინი უარყოფდნენ. ეს დაადასტურეს - ანუ, მე რასაც ვიძახდი, ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ეს ყველანი მონაწილეობდნენ და ისინი იძახდნენ რომ არა; დღეს თქვეს, რომ კი, თურმე მონაწილეობდნენ ნამდვილად. 

ამის დადასტურებით მათ დამიდასტურეს, რომ ღარიბაშვილი, მისი სიმამრი თამაზაშვილი, ამაში მონაწილეობდნენ იმიტომ, რომ თამაზაშვილი იყო შევარდნაძის დროიდან დაწყებული ზედა მეთვალყურე ამ ბანდიტური ჯგუფის და მოკავშირე; ეგ იყო ყოველთვის - მუშაობდნენ რუსებზე, ამიტომ რუსების მონაწილეობა ჩემზე თავდასხმაში ჩემთვის ნათელია სრულებით". - თქვა გივი თარგამაძემ


11 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი - აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები