ფარული ჩანაწერები

დღეს, 10:00-ზე. ფარული ჩანაწერების საქმეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭო სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

ფარული ჩანაწერების საქმეზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, 10:00-ზე საგანგებო სხდომა დაინიშნა. სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შესახებ მედიით გავრცელებულ ჩანაწერებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, Youtube-ზე ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საუბრობენ. გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩანაწერი მისი გაკეთებულია და ის სატელეფონო არ იყო. გვარამიას თქმითვე, მას ეს ჩანაწერი განადგურებული ჰქონდა. რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ ჩანაწერის წაშლამდე, სუს-მა მის პირად კომპიუტერში შეაღწია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კი, ნიკა გვარამიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს ფარული ჩაწერის გამო.

კომენტარები