არჩევნები

პუტინის პარტია პარლამენტში 343 ადგილს მიიღებს

РИА Новости

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 93 % უკვე დათვლილია. 

მმართველმა პარტიამ - "Единая Россия" ხმების 54,42% მიიღო და პარლამენტში 343 ადგილს მიიღებს.

კომუნისტურმა პარტიამ - КПРФ ხმების 13,52% მიიღო და 42 მანდატს მიიღებს.

ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 13,28 % მოაგროვა და 39 მანდატს მიიღებს.

პარტიამ "Справедливая Россия" კი ხმების 6,17% მიიღო.

არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 47,81%-მა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ პუტინის "Единая Россия"-სთვის 343 მანდატი სარეკორდოა, შედარებისთვის - მათ 2011 წლის არჩევნებზე 238 მანდატი მიიღეს.

კომენტარები