არჩევნები

წინასწარი შედეგები: პუტინის Единая Россия - 47.99% ჟირინოვსკის ЛДПР - 16.45%

Tass/Barcroft Images

რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, არჩევნებში პუტინის Единая Россия ლიდერობს. პარტიამ ხმათა 47.99% მოაგროვა, მეორე ადგილზე ვლადიმირ ჟირინოვსკის ЛДПР გავიდა, რომელმაც ხმათა 16.45% მიიღო, მესამე ადგილზე 15.85%-ით კომუნისტური პარტია გავიდა.ამ დროისთვის ხმათა 15%-ია დათვლილი.

ხმები ასე გადანაწილდა:

  • "Единая Россия" - 47.99%
  • "ЛДПР" - 16.45% 
  • "რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია" - 15.85%
  • "სამართლიანი რუსეთი" - 6.51%
  • "რუსეთის კომუნისტები" - 2.80%
  • "რუსეთის პენსიონერები სამართლიანობისთვის" - 1.96%
  • "სამშობლო" - 1.43%
  • "Яблоко" - 1.37%
  • "Партия роста" - 1.07%
  • "მწვანეები" - 0.75%
  • "რუსეთის პატრიოტები" - 0.73%
  • "ПАРНАС" - 0.65%
  • "სამოქალაქო პლათფორმა" - 0.28%
  • "სამოქალაქო ძალა" - 0.13%

არჩევნები განსაკუთრებით დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა. ევქსი საათის დაზუსტებული მონაცემებით, არჩევნებზე მოსახლეობის მხოლოდ 39% გამოცხადდა, წინა არჩევნების ანალოგიური მაჩვენებელი კი 50%-ზე მაღალი იყო. აქტივობა ყველაზე დაბალი - 20% პეტერბურგის ოლქში იყო, ყველაზე მაღალი კი 80%-მდე ჩდრილოეთ კავკასიაში იყო.

არჩევნებზე არსებულ დარღვევბებთან დაკავშირებით ორი ათასზე მეტი საჩივარი დაიწერა. 

კომენტარები