ქართული ოცნება

მელია: ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესები თანხვედრაშია

დღეს ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესი არის თანხვედრაში. ქართული ოცნების ინტერესი არის, რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში, კრიმინალური სამყაროს ინტერესშია, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში. კახი კალაძემ წინასარჩევნოდ კრიმინალური ავტორიტეტები ჩამოიყვანა, ქუჩა პატრონაჟის ქვეშ აიყვანა, მართვის სადავები გაექცა კალაძეს, სასაკლაო მოაწყო ქუჩაში. ეს ყველაფერი არის კახი კალაძის სინდისსა და ნამუსზე. შს მინისტრს, კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილს მთავარი ოპონენტი კრიმანილი კი არა, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები ჰგონიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ათეულის წევრის, ნიკა მელიას შეფასებით, მმართველი პარტიისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესები თანხვედრაშია, სწორედ ამით აიხსნება ქვეყანაში არსებული "დაუსჯელობის სინდრომი" და გაზრდილი კრიმინოგენული ვითარება. მელიამ ამის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის კურიერში ისაუბრა.

კომენტარები