დემურ სტურუას საქმე

სტურუას მეგობარი ამბობს, რომ სტურუას დედას პოლიციის დავალებით სცემეს

sadarismelia/Fb.com

დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუასა და მის შვილს გუშინ ღამით მამაკაცმა სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან მუქარის გამო სცემა. ამის შესახებ ინფრომაციას „ლიბერალი“, სტურუას მეგობრის, ოლეგ თავაძის მონაყოლზე დაყრნობით ავრცელებს.

როგორც თავაძემ ლიბერალს უამბო, ნონა ჯოჯუამ  მას გაამთენიისას, დაურეკა და უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა. ადგილზე მისულ თავაძეს ნაცემი დედა-შვილი და დამნაშავეც ადგილზე დახვდნენ.

„ მოძალადემ თვითონ მითხრა, რომ პოლიციელებმა ის დააშანტაჟეს, რომ დაჭერით დაემუქრნენ, თუ ქალბატონ ნონას არ გააჩუმებდა. აქედან გამომდინარე, სცემა. ქალბატონი ნონაც საუბრობს ამაზე. ნონამ ჩემთან საუბარში როგორც თქვა, იმ პირმა უთხრა ტელევიზორში ნუ ჩნდებიო, შენს გამო მე მექმნება პრობლემებიო. ნინო შეეწინააღმდეგა, შემდეგ მან სცემა და ბავშვსაც სცემა" - ამბობს თავაძე ლიბერალთან საუბრისას. 

 სტურუას მეგობრის ინფორმაციით,  თავდამსხმელი სამტრედიაში ცხოვრობს და პოლიციამ იგი უკვე დააკავა. რაც შეეხება ნონა ჯოჯუას მდგომარეობას, ოლეგ თავაძის თქმით, მას თავის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს. 

როგორც შიანაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, საქმეზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. უწყებაში საქმეში პოლიციელის შესაძლო ფიგურირებას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ნონა ჯოჯუასა და ბრალდებულს შელაპარაკება პირად საკითხზე მოუვიდათ. რაც შეეხება კითხვას დაკავებულია თუ არა ბრალდებული, უწყების პრესსამსახური არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

კომენტარები