დემურ სტურუას საქმე

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი, გოდერძი თევზაძე, პოლიციას ჩაბარდა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურაში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

დემურ სტურუამ 8 აგვისტოს სოფელ დაფნარში თავი მოიკლა. გარდაცვლილი დატოვებულ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებდა.

როგორც დემურ სტურუა 12 აგვისტოს გავრცელებულ წერილში წერდა, პოლიციელი გოდერძი თევზაძე მისგან მოითხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში. სტურუა წერს, რომ პოლიციელმა ის სოფელ იანეთში წაიყვანა, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას არ ჩაუდენია.

კომენტარები