მოსამართლეებზე ზეწოლა

კალაძე: ეჭვი გამიჩნდა იმისა, რამდენად მართალი იყო პაპუაშვილის განცხადებები

მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, მოვისმინე ასევე გარკვეული მოსამართლეების განცხადებები, რომ არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა, თუმცა, თავს შევიკავებდი წინასწარ რაიმე კომენტარი გავაკეთო პაპუაშვილის განცხადებებზე. დაველოდოთ გამოძიებას და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე კომენტარის გაკეთება ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, მე როდესაც პირველი კომენტარი გავაკეთე, ეჭვი გამიჩნდა იმისა, თუ რამდენად შეესაბამებოდა პაპუაშვილის განცხადებები სიმართლეს, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის დასრულებას.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ვიცეპრემიერი კახა კალაძე.

კომენტარები