მოსამართლეებზე ზეწოლა

კახიძე: კალაძეს შევახსენებ, რომ მოსამართლეების ოჯახებზე თავდასხმა გამოუძიებელია

მათივე განცხადება, რომ პროკურატურას გადაეცეს უფლება, როდის დაიწყოს საქმეების განხილვა, უკვე ადასტურებს, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ თავად ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე. ასევე მინდა, გავახსენო ვიცეპრემიერ კალაძეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ოჯახებზე თავდასხმა, საპროტესტო აქციები მოსამართლეების სახლებთან, რაც დანაშაულია, დღემდე გამოუძიებელია. ის ზეწოლა კი, რომელსაც განგრძობითი ხასიათი აქვს წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოზე, დღემდე არის გამოუძიებელი და დაუდგენელია პირები, ვინც ამ ზეწოლას ახორციელებდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სიცრუეში დაადანაშაულა.

კომენტარები