მოსამართლეებზე ზეწოლა

ჯაფარიძე მოსამართლეებზე ზეწოლაზე: ცხადია, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება

ის, რასაც კალაძე აცხადებს, ეყრდნობა საკუთარ პროკურატურას, რომელიც რეალურად იმართება ამ ხელისუფლების მიერ. ბუნებრივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ რაც ხდება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და ცხადია, რომ ამის უკან დგას ხელისუფლება. კალაძის განცხადება, რომელიც ეყრდნობა პროკურატურის რაღაც გამოკითხვას, ცხადია, არის არადამაჯერებელი სრულიად. არამხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ, უამრავი საქმეებია, რომელიც არ გამოძიებულა. ცხადია, არ მაქვს იმედი, რომ არ გამოიძიებენ არაფერს. ანუ გამოიძიებენ მხოლოდ იმ საქმეებს, რომელიც მათვის იქნება პოლიტიკურად მომგებიანი. არ გამოიძიებენ არც ერთ ისეთ საქმეს, რომელიც პოლიტიკურად იქნება მათთვის წამგებიანი.

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებაზე, რომელმაც გიორგი პაპუაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.

კომენტარები