ზაფხულს თავისი განსაკუთრებული რიტმი აქვს. დილა შეიძლება ზღვის სანაპიროზე ან აუზთან განტვირთვით დაიწყოს, დღის მეორე ნახევარი ახალი შთაბეჭდილებებითა და გემოების აღმოჩენით, ჩვენთვის ნაცნობ თუ ჯერ კიდევ უცნობ კაფეებსა და რესტორნებში გაგრძელდეს ან უბრალოდ, მეგობრებთან, ოჯახთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო გარემოში, ხანგრძლივი საუბრებითა და დაუვიწყარი მომენტებით დასრულდეს.
ამ სეზონზე ხშირად ვარღვევთ ყოველდღიურ კვების რეჟიმს, ვაგემოვნებთ მრავალფეროვან კერძებს, სეზონურ ხილს, გამაგრილებელ და ზოგჯერ ალკოჰოლურ სასმელებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ეს პატარა სიამოვნებები ბევრისთვის დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის, კვების ჩვევებისა და ცხოვრების რიტმის ცვლილება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ყოველთვის მარტივი არ არის.
ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, როგორ შეიძლება სასიამოვნო დღე ან საღამო მუცლის შებერილობამ მოულოდნელად შეცვალოს. სიმძიმის შეგრძნება, მუცლის დაჭიმულობა, მოუსვენრობა, ნაწლავებში ხმაური, ხშირი ბოყინი თუ აირების ჭარბი გამოყოფა არა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს, არამედ ხშირად გვიქმნის უხერხულობის განცდასაც. ასეთ დროს რთულია სრულფასოვნად დატკბე დასვენებით, მეგობრებთან შეხვედრით თუ ზაფხულის იმ პატარა მომენტებით, რომლებითაც უბრალოდ უნდა ვისიამოვნოთ.
სწორედ ასეთ დროს ვხვდებით, რამდენად დიდ გავლენას ახდენს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დისკომფორტიც კი ჩვენს განწყობასა და ყოველდღიურ აქტივობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს მეტეორიზმს (ნაწლავებში ჭარბი აირების დაგროვება), როგორ შეგვიძლია მისი პრევენცია და რა საშუალებები დაგვეხმარება უსიამოვნო სიმპტომების სწრაფად და ეფექტურად შემსუბუქებაში.
ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ზაფხულშიც მხოლოდ ჯანსაღი კვების მკაცრ წესებს უნდა მივყვეთ ან საყვარელ კერძებსა და დესერტებზე უარი ვთქვათ. პირიქით, ზაფხული მრავალფეროვანი გემოებისა და ახალი გამოცდილების დროა და ამიტომ გაგიზიარებთ რჩევებსა და ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ მუცლის შებერილობამ და მეტეორიზმმა ამ სეზონის ყველაზე სასიამოვნო მომენტებით ტკბობაში ხელი არ შეგიშალოთ.
ახლა კი, მოდი, პირდაპირ მთავარ საკითხზე გადავიდეთ. პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა არის მეტეორიზმი და რატომ გვაწუხებს ის განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მეტეორიზმი ნაწლავებში აირების ჭარბი დაგროვებით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც მუცლის შებერილობით, სიმძიმისა და დაჭიმულობის შეგრძნებით, ნაწლავებში ხმაურით, ხშირი ბოყინითა და აირების ჭარბი გამოყოფით ვლინდება. როგორც უკვეე აღინიშნა, კვების რეჟიმის ცვლილების ფონზე ზაფხულში მეტეორიზმის განვითარების ალბათობა კიდევ უფრო იზრდება, განსაკუთრებით მოგზაურობისას არარეგულარული კვების და ხშირად საღამოს, გვიან საათებში მიღებული საკვების გამო, რომლებიც ნაწლავებში აირების დაგროვებას უწყობს ხელს და მუცლის შებერილობის რისკს ზრდის.

მეტეორიზმის სიმპტომების სწრაფად შემსუბუქება შესაძლებელია. ამისთვის გამოიყენება სიმეტიკონის შემცველი პრეპარატები. სიმეტიკონის შემცველ პრეპარატებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ესპანური მედიკამენტი დიალაკი და დიალაკი ფორტე. ორივე პრეპარატი შეიცავს სიმეტიკონს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბაზარზე წარმოდგენილ სტანდარტულ 40 მგ-იან სიმეტიკონის შემცველ პრეპარატებთან შედარებით, დიალაკი 3-ჯერ მეტ - 120 მგ სიმეტიკონს შეიცავს, ხოლო დიალაკი ფორტე 6-ჯერ მეტ -240 მგ სიმეტიკონს. შესაბამისად, მეტეორიზმის სიმპტომების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ საკმარისია დიალაკის ან დიალაკი ფორტეს 1 კაფსულის მიღება ყოველი ძირითადი კვების შემდეგ. სიმეტიკონი არის ნივითიერა, რომლებიც ნაწლავებში დაგროვილ აირის ბუშტუკებს შლიას, ხელს უწყობეს მათ ბუნებრივ გამოყოფას და ამცირებენ მუცლის შებერილობასა და დისკომფორტს. დიალაკი და დიალაკი ფორტე გამოირჩევა მისი ადგილობრივად მოქმედებით, კერძოდ, იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ორგანიზმიდან უცვლელი სახით გამოიყოფა.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.





